8-19 ივნისს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მონაწილეობით ვირტუალური კონფერენცია გაიმართება
8 ივნისი 2020
დღეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კლიმატურ პირობებზე მორგებული მდგრადი ურბანული განვითარების თემაზე, ვირტუალური კონფერენცია დაიწყო.
ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საერთაშორისო ქალაქების პლატფორმის „ქალაქები კავშირში“ (Connective cities) ეგიდით ტარდება.
კონფერენეციაში, რომელიც 19 ივნისამდე გაგრძელდება, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის 9 ქვეყნის 20-ზე მეტი მუნიციპალიტეტი მონაწილეობს.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატი ხელს უწობს ინოვაციური ურბანული საპროექტო იდეების ციფრულ გადაწყვეტილებებად ქცევას, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში ადაპტირებისა და მომავალ კრიზისებზე სწრაფი რეაგირების თვალსაზრისით.
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ ურბანულ საპროექტო იდეებს, 2-კვირიანი ციფრული ღონისძიების ფარგლებში, განიხილავენ და დაამუშავებენ წამყვანი ევროპელი მეცნიერები და გერმანელი მუნიციპალური ექსპერტები.
სემინარების მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდს და შეისწავლიან ციფრული თანამშრომლობის სპეციფიკას.